სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: “გასეირნება გენეტიკურ ლაბირინთებში“



პროექტის მთავარი იდეა:  მოსწავლეები დაეუფლებიან საინფორმაციო სივრცეში ორიენტაციისა და დამოუკიდებელი სწავლის, ასევე ანალიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების  უნარ-ჩვევებს. მოახდენენ ცოდნის ტრანსფერს, განუვითარდებათ პასუხისმგებლობისა, კომუნიკაციისა და   და თვითშეფასების უნარები.

პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეები მოიძიებენ  საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას მონო და დიჰიბრიდულ შეჯვარებებზე,  გაიგებენ, რორგორ აიცილონ თავიდან გენეტიკური დაავადებები, რა გზით შეიძლება ავირიდოთ  არახელსაყრელი ნიშან-თვისებების  გამეორება მომდევნო თაობებში.



პროექტის მიზნები:  საკვანძო სიტყვების გამოყენებით მოსწავლეები  მოიძიებენ საჭირო ინფორმაციასა და  ფოტოებს.  ისწავლიან მოპოვებული მასალის აღრიცხვას, ანალიზსა და დასკვნების გამოტანას, პრობლემის გადაჭრასა და გადაწყვეტილების მიღებას.

მოსწავლეთა ასაკი:  IX კლასი.

ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:  მოსწავლეები ისწავლიან საღ მსჯელობას, ინფორმაციის ეფექტურ მოძიებას, უწყვეტი განათლების მიღებისათვის მზაობის დემონსტრირებას, პროდუქტულ თანამშრომლობას, გენეტიკური ინფორმაციების დამუშავებას, პრეზენტაციების მომზადებას.



პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: სასწავლო სახელმძღვანელო, სხვა დამხმარე ლიტერატურა, თემატური ფერადი ილუსტრაციები,  ცხრილები, დიაგრამები, ინტერნეტი.

პროექტის მსვლელობა:

·         სამიზნე ჯგუფის შეკრება, ინიციატივა- პოტენციურ მონაწილეთათვის  პროექტის სავარაუდო თემების  წარდგენა და  აქტუალობის დასაბუთება. დისკუსიის გზით ერთ-ერთის  შერჩევა.
·         პროექტის გეგმის შედგენა, აუდიტორიის მცირე ჯგუფებად დაყოფა და დავალებების განაწილება.
·         დაგეგმილის განხორციელება ისტი-ის გამოყენებით.
·         პრეზენტაციის მომზადება.
·         განხილვა-შეფასება (რეფლექსია).

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებთან ერთად. იგეგმება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნებისა და შედეგების მიღწევა:

კვლ.IX.1,2,3,4. მოსწავლე განსაზღვრავს კვლევის საგანს და ეტაპებს, შეუძლია მონაცემთა აღრიცხვა, მონაცემთა წარმოდგენა სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, ასევე  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

პროექტის ხელმძღვანელი: მანანა ურუშაძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mananaurushadze46@gmail.com.


No comments:

Post a Comment