გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
ენდოკრინული სისტემა
საგანი/პედაგოგი
ბიოლოგია/მანანა ურუშაძე
სწავლების საფეხური/კლასი
საბაზო/VIII კლასი
მოსწავლეთა პროფილი
26 მოსწავლე/განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
·         გაკვეთილი აქტუალურია, რადგან მოსწავლეები ეცნობიან ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემის მნიშვნელობას
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
ბიოლ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს ადამიანის ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემების მნიშვნელობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         საკუთარ თავზე აკვირდება ორგანიზმში განვითარებულ პროცესებს  (მაგ., პულსის აჩქარება-შენელება, სუნთქვის სიხშირის შეცვლაოფლიანობაწნევის მომატება) გარემოს ცვლად პირობებში  და მსჯელობს ნერვული და ენდოკრინული სისტემის მოქმედების ერთობლიობაზე.
·         მსჯელობს ორგანიზმის ნერვული და ჰუმორული სისტემების მაკოორდინირებელ მნიშვნელობაზე;
·         მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება

წინარე ცოდნა
·         იციან ზოგადად სისტემის აგებულება, ცალკეულ ჯირკვალთა მიერ გამოყოფილი ჰორმონები და მათი მოქმედების არეები. საკვანძო სიტყვები.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეს ვაფასებ წინასწარ შედგენილი განმსაზღვრელი შეფასების სქემის მიხედვით.
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
წინასწარ მომზადებული ილუსტრაციები, დაფა, წიგნი, მობილური ტელეფონი, ინტერნეტი.
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
მოსწავლეთა ორგანიზება-2წთ.

გაკვეთილის A ფაზა-გამოწვევა.

აქტივობა-1 გონებრივი იერიში, ფრონტალური კითხვა-პასუხი (5წთ)
1.       რა ეწოდება ინფორმაციის გადამტან მოლეკულებს?
2.       რა ეწოდება ბერძნულად გარეგანი სეკრეციის ჯირკვლებს?

აქტივობა-2 ელექტრონული პრეზენტაცია (10წთ).
ვთავაზობ მოსწავლეებს ყურადღებით დაათვალიერონ მიწოდებული სლაიდები და ამოიცნონ თითოეული ჯირკვალი,  დაასახელონ მის მიერ გამოყოფილი ჰორმონი და ასევე სამიზნე ორგანო.

გაკვეთილის B ფაზა-ცოდნის კონსტრუირება.

ქტივობა 3  (10 წთ)
კლასს ვყოფ 2 ჯგუფად, ვაძლევ დამოუკიდებელ დავალებებს: ჩაამატონ ტექსტში გამოტოვებული სიტყვები და ფრაზები.

გაკვეთილის  C ფაზა _ რეფლექსია

წინასწარ მომზადებული კითხვარი საშუალებას მაძლევს გავიგო, წინარე ცოდნას როგორ დაუკავშირეს ახალი მასალა . როგორ გამოიყენონ პრაქტიკაში მიღებული ცოდნა. (12 წთ).

საშინაო დავალების მიცემა (3 წთ)
შეფასება  (3 წთ)

No comments:

Post a Comment