დღეს გავეცანით დიფერენცირებული სწავლების მეთოდებს;
მივიღეთ ინფრომაციები, თუ როგორი დავალებები უნდა მივცეთ განსხვავებული საჭიროებების მოსწავლეებს, ნიჭიერ მოსწავლეებს და არაქართულენოვან მოსწავლეებს.
გამოვაქვეყნე პორტფოლიოს პრეზენტაცია. ასევე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.განვხილე სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდები. ვებსაიტების საავტორო უფლებებსა და მათ კანონიერ გამოყენებაზე ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, დავგეგმე ინტერნეტის გამოყენების შესაძლებლობები ჩემი თემის ფარგლებში.
მოსწავლეთა პროექტების შეფასების მოდულის გაცნობისას გავიგე, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები. როგორ შევაფასოთ მოსწავლის სწავლა? როგორ შეიძლება ჩავრთოთ მოსწავლე შეფასების პროცესში. დავიწყე მუშაობა პორტფოლიოს შექმნაზე.
ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე. გამოვავლინეტთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, მათზე დაყრდნობით დავსახეთ სასწავლო მიზნები. გამოვყავით მნიშვნელოვანი ცნებები, რომელთა გარშემოც გამოვკვეთეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
გავეცანით საინტერესო მასალებს: პროექტით სწავლება, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი, პორტფოლიოს ჩექლისტი, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა.