Saturday, April 1, 2017
ტრენინგის მეცხრე დღე
ვიხილეთ ჯგუფის წევრების პროექტების პრეზენტაციები.. შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები. დღემ ნაყოფიერად ჩაიარა .
Sunday, March 26, 2017
ტრენინგის მერვე დღე
დღეს ვისაუბრეთ, თუ როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში.
შევადგინე ფასილიტაციის პრეზენტაცია.
კითხვარი: ვიცი/მინდა ვიცოდე/ვისწავლე.
მოვამზადე და ბლოგზე გამოვაქვეყნე სასწავლო პროექტი.
Saturday, March 25, 2017
ტრენინგის მეშვიდე დღე
დღეს გავეცანით დიფერენცირებული სწავლების მეთოდებს;
მივიღეთ ინფრომაციები, თუ როგორი დავალებები უნდა მივცეთ განსხვავებული საჭიროებების მოსწავლეებს, ნიჭიერ მოსწავლეებს და არაქართულენოვან მოსწავლეებს.
მივიღეთ ინფრომაციები, თუ როგორი დავალებები უნდა მივცეთ განსხვავებული საჭიროებების მოსწავლეებს, ნიჭიერ მოსწავლეებს და არაქართულენოვან მოსწავლეებს.
Sunday, March 19, 2017
ტრენინგის მეექვსე დღე
ვიმუშავე მოსწავლის სავარაუდო ბროშურის შექმნაზე. ასევე დავასრულე მოსწავლის პრეზენტაციაზე მუშაობა და ავტვირთე ბლოგზე.
Tuesday, March 14, 2017
ტრენინგის მეხუთე დღე
გამოვაქვეყნე პორტფოლიოს პრეზენტაცია. ასევე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.განვხილე სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდები. ვებსაიტების საავტორო უფლებებსა და მათ კანონიერ გამოყენებაზე ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, დავგეგმე ინტერნეტის გამოყენების შესაძლებლობები ჩემი თემის ფარგლებში.
Saturday, March 11, 2017
ტრენინგის მეოთხე დღე
მოსწავლეთა პროექტების შეფასების მოდულის გაცნობისას გავიგე, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები. როგორ შევაფასოთ მოსწავლის სწავლა? როგორ შეიძლება ჩავრთოთ მოსწავლე შეფასების პროცესში. დავიწყე მუშაობა პორტფოლიოს შექმნაზე.
ტრენინგის მესამე დღე
ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე. გამოვავლინეტთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, მათზე დაყრდნობით დავსახეთ სასწავლო მიზნები. გამოვყავით მნიშვნელოვანი ცნებები, რომელთა გარშემოც გამოვკვეთეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
Sunday, March 5, 2017
ტრენინგის მეორე დღე
ვიმუშავეთ პუბლიკაციის მომზადებაზე პროექტებით სწავლების თემაზე.ვნახეთ გამოცემის მომზადების ჩეკლისტი.გავეცანით გამოცემის ნიმუშებს.
Friday, March 3, 2017
ტრენინგის პირველი დღე
- ვისაუბრეთ საორგანიზაციო საკითხებზე.
- გავეცანით ინტელის კურსის მიზნებს.
- შევქმენით პროექტის პორტფოლიოს საქაღალდე.
- გავეცანით საინტერესო მასალებს: პროექტით სწავლება, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი, პორტფოლიოს ჩექლისტი, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა.
Subscribe to:
Posts (Atom)